ვლადიმერ ვაისი - ბიჭები მზად არიან ხვალინდელ თამაშზე გულშემატკივრებს ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენონ და გაახარონ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთვნელის ვლადიმერ ვაისის შეფასებით, ნაკრები ხვალინდელ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება. ვაისმა და ნაკრების წევრმა გიორგი მერებაშვილმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს და ერთა ლიგაზე ლატვიასთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრეს.

ვლადიმერ ვაისის თქმით, გუნდში კარგი განწყობაა და მას სჯერა საკუთარი გუნდის.

"9 სექტემბერს მეორე ნაბიჯი გველოდება, რათა წარმატებას მივაღწიოთ ერთა ლიგაზე. ყაზახეთიდან სამი ქულის წამოღება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე აუცილებელია ხვალ გამარჯვება, რათა დადებით რეზულტატს და ჯგუფში კარგ პოზიციას მივაღწიოთ. ყველა მოთამაშე სრული დატვირთვით ემზადება. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას ხვალინდელ თამაშზე თუ რა შემადგენლობას დავაყენებთ. ბიჭები მზად არიან გულშემატკივრებს ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენონ და გაახარონ", - განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა.

რაც შეეხება ლატვიის ნაკრებს, ვლადიმერ ვაისის შეფასებით, მეტოქე დაცვაში ორგანიზებულად თამაშობს.

"რაც შეეხება მეტოქეს - ლატვიის ნაკრებს, რომელმაც პირველი შეხვედრა ფრედ დაასრულა, შეიძლება ითქვას, რომ დაცვაში ორგანიზებულად თამაშობს და ამიტომ ყაზახეთისგან განსხვავებით, სხვანაირად მოგვიწევს თამაში, სხვანაირი პრესინგის მიმართვა და ა.შ.", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა