ირაკლი კობახიძე - საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ლევან ყიფიანი, შესაბამისად, რამე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება

საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ლევან ყიფიანი - შესაბამისად, რამე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება იმ გავრცელებული ჩანაწერის საფუძველზე, სადაც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ყიფიანი “ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანია “იბერიის“ დათმობაზე ესაუბრება და ხომ არ ქმნის ეს გარკვეულ უხერხულობას პარტიისათვის.

“ლევან ყიფიანზეა საუბარი, რომელიც მინისტრი იყო? ვერ გეტყვით, მას დღეს კავშირი არა აქვს “ქართული ოცნების“ მენეჯმენტთან და რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ის ჩვენს საქმიანობაში ჩართული არ არის. პირადად მასთან ამ წლების განმავლობაში შეხება არ მქონია. აქედან გამომდინარე, რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება - არ ვიცი, ამის თაობაზე პირველად მესმის! ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ თუ სადმე არის სამართალდარღვევა, რეაგირება უნდა იყოს. ზოგადად, შემიძლია აღვნიშნო, რომ “ქართულ ოცნებას“ ტელეკომპანია “იბერიას“ მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვს - ჩვენ ამ ქვეყანაში ვართ მედიაპლურალიზმის გარანტი“, - აღნიშნა კობახიძემ მას შემდეგ, რაც კითხვის ავტორმა დააზუსტა, რომ საქმე მთავრობის ყოფილ წევრს - სპორტის მინისტრს ეხებოდა.

“რუსთავი2“-ს წყარომ აუდიოჩანაწერი მიაწოდა, რომელიც მათი მტკიცებით, ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის საუბარს ასახავს. “კურიერის“ ინფორმაციით, ჩანაწერში საუბარი სწორედ ტელეკომპანია "იბერიას" შეეხება და ტელეკომპანია “იბერიას“ მისამართით ისმის კონკრეტული პრეტენზიები პირისგან, რომელიც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი