ვასილ ურუშაძე საცობებზე - რაც ქალაქში ხდება, ესაა უპასუხისმგებლო თვითმმართველობის, ანუ თბილისის მერიის საქმიანობის შედეგი

რაც ქალაქში ხდება, ესაა უპასუხისმგებლო ადგილობრივი თვითმმართველობის, ანუ თბილისის მერიის საქმიანობის შედეგი, - ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის "ჰაბ ჯორჯიას"აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ურუშაძემ დედაქალაქში არსებულ საცობებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სარემონტო სამუშაოები მინიმუმ ერთი წლით ადრე უნდა იგეგმებოდეს.

"დღეს რაც ქალაქში ხდება, ესაა უპასუხისმგებლო ადგილობრივი თვითმმართველობის, ანუ თბილისის მერიის საქმიანობის შედეგი. ეს არ ეხება მხოლოდ ამ ხელისუფლებას, ბოლო წლებია, რატომღაც არსებობს ასეთი ტენდენცია, რომ ყველა სარემონტო-სარეაბილიტაციო თუ სხვა ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოები უნდა ტარდებოდეს ივლისის ან აგვისტოს თვეში. იმ მოსაზრებით, რომ თითქოს ამ დროს უფრო თავისუფალია ქალაქი და ამ დროს შეიძლება ჩვენ პარალელურ რეჟიმში ყველა უბანში ვაწარმოოთ სამუშაოები. ეს არის მცდარი დამოკიდებულება და არასწორი პოლიტიკა. სარემონტო სამუშაოები მინიმუმ ერთი წლით ადრე უნდა იგეგმებოდეს, უნდა იყო კონკრეტულ დროში, ვადებში გაწერილი და მთელ წელზე გადანაწილებული. უნდა არსებობდეს მიდგომა, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, ჭადრაკული პრინციპი. ბევრად უფრო გადატვირთული ქალაქები არსებობს მსოფლიოში, იქაც ხდება გზების მოვლა-შეკეთება, თუმცა, ისეთი ქაოსი და განუკითხაობა გზებზე, როგორიც თბილისშია, არც ერთ ქვეყანაში არაა", - განაცხადა ურუშაძემ.

მისივე თქმით, არ შეიძლება ერთსა და იმავე უბანში, რაიონში პარალელური ქუჩებზე ერთდროულად მიმდინარეობდეს სამუშაოები.

"საგზაო მოძრაობა, ავტომობილების გადაადგილება ეფუძნება ძალიან მარტივ მათემატიკურ მეცნიერებას და ყველაფერი ეყრდნობა გათვლებსა და გაანგარიშებებს. როცა ვიწყებთ სარემონტო სამუშაოებს და ვიცით, რომ გარკვეული ქუჩები იქნება ხელმიუწვდომელი გადაადგილებისთვის, ჩვენ მინიმუმ პროგნოზირება უნდა შეგვეძლოს თუ რა შედეგებს გვაძლევს ეს, რამდენად ამცირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე გამტარუნარიანობას და ხომ არ შექმნის ქაოსს ან კოლაფსს. არანაირი გათვლები, არანაირი გაანგარიშებები, უბრალოდ ვიღაცის ფანტაზიის უნარის დონეზე იღებს გადაწყვეტილებას თბილისის მერია თუ რომელ უბნებში და როგორ უნდა მიმდინარეობდეს სარემონტო სამუშაოები", - განაცხადა ვასილ ურუშაძემ.

მისივე თქმით, არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად საჭირო იქნება საკითხში კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანების ჩართულობა.

"გამოსავალი არსებობს, თუმცა, ეს გამოსავალი საკმაოდ რთული იქნება, რადგან უკვე ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. თუმცა, ვფიქრობ, რომ საჭიროა უკვე იმ ადამიანების ჩართულობა, რომლებმაც შეიძლება ეს მდგომარეობა კრიზისიდან გამოიყვანონ. ელემენტარული ანალიზი სჭირდება თუ სად მიმდინარეობს სამუშაოები, რა ინტენსივობით მიმდინარეობს. ალბათ, საჭირო იქნება იმ კომპანიების გაერთიანებული შეხვედრის ორგანიზება, რომლებიც ამ სარემონტო სამუშაოებს ატარებენ", - განაცხადა ვასილ ურუშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა