ნინო წილოსანი - მოხარული ვარ, რომ საბაჟო სფეროში ახალი ევროპული სტანდარტები შემოდის

მოხარული ვარ, რომ საბაჟო სფეროში ახალი ევროპული სტანდარტები შემოდის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განუცხადა.

დღეს იმპორტიორებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ახალი საბაჟო კოდექსის პრეზენტაცია ჩატარდა.

„საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი თანამედროვე საბაჟო კანონმდებლობით, გამართული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბაჟო ინფრასტრუქტურითა და ხარისხიანი სერვისებით საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება.

ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტვირთბრუნვის, არამედ ქვეყანაში ტურისტული ნაკადის გაზრდას“, - განაცხადა წილოსანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა