მამუკა ბახტაძე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არა ბაბლოიანს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, საპარლამენტო დონეზე აქტიურ თანამშრომლობაზე, ასევე ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრები ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ აირჩია საპარლამენტო დემოკრატიის განვითარების გზა და შესაბამისად, მეგობარი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრა ორი ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის წევრების მონაწილეობით სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები კახაბერ ოქრიაშვილი, სამველ მანუკიანი, ენზელ მკოიანი და რუსლან პოღოსიანი დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა