გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 2027 აბონენტს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდება 124 აბონენტს გუდაურში, ქუმლისციხესა და კობში. 11:00-დან 18:00 საათამდე - 803 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვეშეთი, არახვეთი, ქვემო მლეთა, ნადიბაანი და მიმდებარე სოფლებში.

12:30-დან 17:00 საათამდე, დენი შეუწყდება 465 მომხმარებელს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა