რომან გოცირიძე - რაც თამარ სანიკიძემ დემირელის კოლეჯს, ბათუმის სკოლა-ლიცეუმს და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს გაუკეთა, პასუხისგებაშია მისაცემი

თამარ სანიკიძის თანამდებობიდან გათავისუფლება საკმარისი არ არის, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს.

“რაც თამარ სანიკიძემ დემირელის კოლეჯს, ბათუმის სკოლა-ლიცეუმს და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს გაუკეთა, პასუხისგებაშია მისაცემი და ავტორიზაციის კომისიის თამჯდომარე, ვინმე აფრასიაძეც გვერდით უნდა მიუსვან“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ რომან გოცირიძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. შესაბამისი განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მიმინოშვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრს თითქმის 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თამარ სანიკიძემ კი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა განათლების მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ დაიკავა.

ასევე თანამდებობები დატოვეს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს