ნუკრი ქანთარია - ფაქტია, რომ განათლებაში საჭიროა ძირეული რეფორმები, რომელიც ვერავინ გაბედა

ფაქტია, რომ განათლებაში საჭიროა ძირეული რეფორმები, რომელიც ვერავინ გაბედა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია განათლების მინისტრის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელმაც საკადრო ცვლილებები განახორციელა.

ქანთარიას თქმით, მინისტრმა თვითონ უნდა განმარტოს, თუ რატომ განახორციელა საკადრო ცვლილებები. "ადრეც ვთქვი, რომ ის ძალიან დიდი, გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელად დაინიშნა და საკმაოდ რთული იქნება-მეთქი. რეფორმები ჩასატარებელია, მაგრამ ეს კონკრეტულად რაში გამოიხატება, კონკრეტულად ამ პიროვნებებთან დაკავშირებით, ამას ალბათ, თვითონ ახსნის. ფაქტია, რომ განათლებაში საჭიროა ძირეული რეფორმები, რომელიც ვერავინ გაბედა და თუ ის დაიწყებას ამას, კარგია",-განაცხადა ქანთარიამ.

განათლების მინისტრმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ასევე, პოსტი დატოვა მინისტრის ორმა მოადგილემ თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს