თემურ მურღულიას განცხადებით, განათლების მინისტრსა და მას შორის რიგ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები არსებობდა

მინისტრს აქვს ხედვა, რომელთანაც თვლის და მეც ნაწილობრივ ვეთანხმები, რომ ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვაქვს; ამიტომ ამ ნაწილში მინისტრის პოზიცია რელევანტურია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, თემურ მურღულიამ მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მურღულია გათავისუფლების კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მას მინისტრის განცხადების გაკეთებამდე, ამაზე საუბარი არაეთიკურად მიაჩნია.

მისივე განცხადებით, ის მინისტრის მოადგილეობის პარალელურად ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო და ამ თანამდებობაზე რჩება.

„იცით, რომ ამ თანამდებობისგან დამოუკიდებლად ვარ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის და ჯერჯერობით იქ კიდევ არის საქმეები, რომელიც მისახედია. ამიტომ მომიწევს ამ ვალდებულებების შესრულება. მერე ვნახოთ! ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის პროექტირება მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად, მზადდება აკადემიური გეგმა, გერმანელ პარტნიორებთან ერთად. ამ პარტნიორობამ გამოავლინა რამდენად დიდი მომზადება სჭირდება ისეთი დიდი უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც რამდენიმე ათეული წლის ოპერირებაზეა გათვლილი. ამიტომ ბუნებრივია, ამან გარკვეული შეფერხებები განაპირობა. ყველა ფაკულტეტის აკადემიური გეგმა არის დასრულების ფაზაზე, ასევე შემოდგომაზე უნივერსიტეტი დაიწყებს ფართო აქტივობებს სკოლებში, რომ დააინტერესოს მომავალი სტუდენტები სწორედ ამ უნივერსიტეტში ჩაბარებით“, - განაცხადა მურღულიამ.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გუშინ მინისტრის მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მინინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, პრობლემები იყო გრიფირების პროცესთან და სკოლებში არსებულ ტექნიკურ სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს