სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძეს - ივანიშვილმა თქვა, რომ ყოფილი პრემიერი კორუფციულ გარიგებებში იყო ჩართული, ამას გამოიძიებთ თუ მონასტერში გაუშვებთ ცოდვების მოსანანიებლად?

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ყოფილი პრემიერი კორუფციულ გარიგებებში იყო ჩართული, გამოიძიებთ ამ ყველაფერს თუ მონასტერში გაუშვებთ ცოდვების მოსანანიებლად? - ამ კითხვით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს კონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო „რუმსში“ მიმდინარეობს.

სალომე სამადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" „სულიერი მოძღვარია“.

ამასთან, დეპუტატი კობახიძისგან დაინტერესდა, თუ როგორ ახსნიდა ის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას.

"როცა "ქართული ოცნება" საუბრობს, რომ პროევროპული პარტიაა, უნდა დავაკვირდეთ მათ ქმედებებს. ჩვენი დასავლელი მეგობრების ნაწილმა ალბათ, არც კი იცის, რომ "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, რომლის პოზიციაც შეიძლება საფრთხის შემცველი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს