დავით ბაქრაძის განცხადებით, საწვავზე აქციზის ფასის განახევრება პროდუქტების გაძვირების პროცესს შეაჩერებს

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, საწვავზე აქციზის ფასის განახევრება პროდუქტების გაძვირების პროცესს შეაჩერებს.

მისი თქმით, ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს, რომ მოსახლეობას შეუმსუბუქოს მძიმე მდგომარეობა, რომელიც გაუფასურებულმა ლარმა და გაძვირებულმა საწვავმა შექმნა.

„ბოლო პერიოდში ლარის კურსის მორიგმა გაუფასურებამ ჩვენი მოსახლეობისთვის დამატებითი პრობლემები შექმნა, კერძოდ, კიდევ უფრო გაძვირდა საწვავი, ხორბალი და გაჩნდა იმის საფრთხე, რომ პურ-პროდუქტებსა და ძირითად საკვებზე ფასები მოიმატებს. ეს ყველაფერი ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება და ამის ფონზე ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც არანაირ ნაბიჯებს არ დგამს, რომ მოსახლეობას როგორმე შეუმსუბუქოს დღეს არსებული რთული მდგომარეობა. ამიტომ, „ევროპული საქართველო“ საზოგადოებასა და ხელისუფლებას კონკრეტულ გამოსავალს სთავაზობს, თუ როგორ ვებრძოლოთ გაძვირებას. კონკრეტული გამოსავალი უკავშირდება საწვავზე აქციზის განახევრებას. 25-25 თეთრით გაიაფებული საწვავი არის ერთი მხრივ კონკრეტული შეღავათი თითოეული იმ ადამიანისთვის, ვისაც დღეს აწუხებს ბენზინის მაღალი ფასი და მეორე მხრივ, გაიაფებული საწვავი უზრუნველყოფს იმას, რომ პურ-პროდუქტების მწარმოებლები შეძლებენ დღეს არსებული ფასების შენარჩუნებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი