დავით ბაქრაძე - ტელეკომპანია „იბერიასთან” დაკავშირებულ ჩანაწერებზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება

ტელეკომპანია „იბერიასთან” დაკავშირებულ ჩანაწერებზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ტელევიზიის ირგვლივ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით ბაქრაძე ტელეკომპანია „იბერიას“, „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერას სთავაზობს.

„აუცილებელია, რომ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება. ეს არის საქმე, რომელშიც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ეს საქმე უშუალოდ ეხება ტელეკომპანია „იბერიის“ ფუქციონირებას. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, სრულიად აუცილებელია გამოძიების დაწყება და პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე. ეს არის შემთხვევა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას რაზეც არაერთგზის გვითქვამს, რომ ხელისუფლებაში არსებობს არაფორმალური მართვა, არსებობს მაღალი დონის კორუფცია სახელმწიფო ეშელონებში და ეს შემთხვევა შესაძლებელია გახდეს სწორედ ძალიან მძიმე მანიშნებელი იმ ვითარების, რომელიც დღეს არის სახელმწიფოში.

როდესაც თანამდებობის პირები, ცალკეული ნათესავები ან გავლენიანი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები საქმეებს აგვარებენ საკუთარი კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე და ამ კორუფციულ ინტერესების მსხვერპლი ხდება საზოგადოების ინტერესიც და ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მუშაობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, „ევროპული საქართველო“ სთავაზობს ტელეკომპანია „იბერიას“ ,როგორც საპარლამენტო უმცირესობა თუ რაიმეშია საჭირო და აუცილებელი იქნება საპარლამენტო უმცირესობის გვერდში დგომა, პარტია მზად არის დახმარებისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი წყაროს ინფორმაციით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. მათივე ინფორმაციით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს უჩა მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

იხილეთ ვიდეო: ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქრუაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი - "ბიჭო, უჩამ ხომ არ მოგვიშორა-მეთქი?"

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა