მამუკა ბახტაძე - 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა გააერთიანა მსოფლიო იმ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა გააერთიანა მსოფლიო იმ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატებში 17 წლის წინ მომხდარ ტერაქტს, რომლის დროსაც ე.წ. ტყუპები დაინგრა.

„ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან 17 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა გააერთიანა მსოფლიო იმ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია.

მინდა გამოვთქვა უდიდესი გულისტკივილი ამერიკელი ხალხისა და დაღუპულთა ოჯახის წევრების მიმართ“, - აღნიშნულია ბახტაძის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა