ლინას ლინკევიჩუსი - შეცდომა იყო, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდა

დასავლეთმა გარკვეულწილად გაიაზრა, ხოლო გარკვეულწილად ვერ გაიაზრა თუ რა შეცდომები დაუშვა რუსეთთან მიმართებაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განუცხადა.

მისი თქმით, დასავლეთში ახალი ძალები, ახალი მთავრობები მოდიან და „ზოგიერთ მათგანს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის ილუზიები აქვთ ან სანქციების მოხსნის“.

„თუმცა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს რუსეთის საფრთხეს, არა მხოლოდ იმის გამო თუ რა მოხდა ყირიმში და საქართველოში, არამედ იმიტომ, რომ თვითონაც გამოსცადეს ეს. გავიხსენოთ თუ რა მოხდა დიდ ბრიტანეთში, სოლსბერიში”, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლინას ლინკევიჩუსმა ასევე აღნიშნა, რომ არ მომხდარა რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ოკუპაციის გამო.

„ჩვენ რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ, რათა ამ კუთხით ევროპის პოლიტიკა განვსაზღვროთ. როდესაც ეს შეუძლებელია, ამას ეროვნულ დონეზე ვაკეთებთ. შეგახსენებთ, რომ მიღებული იყო „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“. ეს იმის მაგალითია, თუ რას ვაკეთებთ. შეცდომა იყო, რომ ეს ზომები მიღებული არ იყო აგვისტოს ომის შემდეგ და ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას იმაზე, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს”, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა