კრწანისის რაიონში კიდევ ერთი სკვერი ეწყობა

კრწანისის რაიონის გამგეობამ გრიშაშვილის ქუჩა N51-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ახალი სკვერი 1000 კვ.მ ფართობზე განთავსდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება.

პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ტერასის ხიდი ლითონის მოაჯირით, ასევე, საყრდენი კედლები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი, წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი.

სკვერი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით გამწვანდება და რულონური გაზონი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება საპარკე სკამები, ლითონის კონსტრუქციები შეიღებება და ტერიტორია დეკორატიული ფილები მოპირკეთდება.

სკვერის მოწყობის სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე, გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა მიმდინარეობს.

სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 210 000 ლარია გამოყოფილი. კრწანისის მოსახლეობას სკვერით სარგებლობა ოქტომბრის ბოლოდან შეეძლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა