ლევან ხაბეიშვილი - უნდა დამთავრდეს ბიუჯეტის ჭამა და ჩვენი თანამოქალაქეების თანხების მითვისება

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლება სარესტორნო ხარჯებისთვის გააკრიტიკა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკრებულოს უმრავლესობისგან მოითხოვა პასუხი, აგლაძის 83-ში კორპუსებს შორის მიმდინარე ახალი კორპუსის მშენებლობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ასევე, თუ როდის დაიგება ასფალტის საფარი ნოსტეს ქუჩაზე, რომელსაც ხელისუფლება მოსახლეობას უკვე რამდენიმე არჩევნებია ჰპირდება. ხაბეიშვილი გამოეხმაურა ასევე სარესტორნო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომელსაც ხელისუფლება ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებისთვის წევს. ხაბეიშვილს კონკრეტულად არ დაუსახელებია, თუ რომელი ვიზიტის სარესტორნო ხარჯები ჰქონდა მხედველობაში.

„ამაში არანორმალური არაფერი არ არის, რომ არა წინა ხელისუფლების დროს პრეზიდენტისთვის დათვლილი ჩაი, ჩუსტები და სხვა ხარჯები. ცოტა არ იყოს და უცნაურია, როდესაც სუშს ჭამს და სოციალურად დაუცველთა მენიუში წერია: წიწიბურა, ლობიო და ბარდას წვნიანი. ამ დროს, შებოლილი ორაგულითა და ასეთებით უმასპინძლდები სტუმრებს. სტუმრის პატივისცემა რომ ვიცით კარგია, მაგრამ ჩვენს თანამოქალაქეებს რომ მოვექცეთ ასე გულუხვად, არ იქნება ცუდი. იმედია, ამაზეც რაიმე პოზიცია გექნებათ. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დამთავრდეს პირდაპირი მნიშვნელობით ბიუჯეტის ჭამა და ჩვენი თანამოქალაქეების თანხების მითვისება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა