გიორგი მარგველაშვილი არაფორმალური მმართველობის შესახებ კითხვაზე - რატომ არის ეს კითხვა სენსიტიური? ეს არ არის კითხვა ჩემს ყოფილ “გერლფრენდზე”

რატომ არის კითხვა სენსიტიური? ეს არ არის კითხვა ჩემს ყოფილ “გერლფრენდზე”, - ასე იხუმრა საქართველოს პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილოს შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.

საერთაშორისო კონფერენციის - "მსოფლიო თავდაყირა - 2018"-ის მონაწილეები პრეზიდენტისგან დაინტერესდნენ, არის თუ არა პრობლემა საქართველოსთვის არაფორმალური მმართველობა.

"ქართულ ოცნებას" ჰქონდა კარგი მიზეზი ვძულდე იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოვწონდი. სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ აღმიქვამენ როგორც მტერს, თუმცა ეს ნორმალურია. ქვეყნებში პოლიტიკოსები ყოველთვის ეძებენ მიზეზებს, რომ ერთმანეთი არ მოსწონდეთ. ბიძინას არ მოვწონდი და კარგი მიზეზი ჰქონდა „ოცნებას“. თავიდან ეს რთული იყო, გამოწვევა იყო შუა გზაზეც, მაგრამ ახლა უკვე მოსაწყენია. მე ვფიქრობ, რომ ძლიერი კი არა სუსტი პოლიტიკოსები არიან პრობლემა. სუსტები არიან პრობლემა, რომლებიც იმალებიან ძლიერი ადამიანების ზურგს უკან. მე მირჩევნია საქართველოში იყვნენ ძლიერი ადამიანები, ძლიერი ლიდერები და პრემიერ-მინისტრები. ეს მირჩევნია სუსტ მინისტრს და სუსტ პრემიერს, ვინც იმალება ძლიერი ადამიანის უკან. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და არ უნდა ვიმალებოდეთ ძლიერების ზურგს უკან", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა