მეუფე შიო მარიხუანას მოხმარების საკითხზე - ნათელი უნდა მოეფინოს შექმნილ ვითარებას და გამოსწორდეს დაშვებული სარისკო ფაქტორები

საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკით შესაძლებელია მომავალში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება განიხილებოდეს თვითგანვითარების უფლებად, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, „საქართველოს ეკლესია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს გამოხატავს, ნათელი მოეფინოს შექმნილ ვითარებას და გამოსწორდეს დაშვებული სარისკო ფაქტორები“.

"საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა და ნეგატიური განწყობა გააჩინა. 4 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ შესაძლებლად მიიჩნია დღევანდელი კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე, რომ ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და გამოიტანა დასკვნა, რომ მარიხუანას მოხმარება პიროვნულ თავისუფლებას უკავშირდება. საკოსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით შექმნა ახალი იდეოლოგიური პარადიგმა, რომლის მიხედვით, თვითგანვითარების ცნება მარიხუანას მოხმარებასაც გულისხმობს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნოებას და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებას, რასაც ეკლესია ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება, მითუმეტეს, რომ შეგახსენებთ, მარიხუანა გაეროს მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების სიაშია შეტანილი და მისი მოხმარების სოციალური ზარალი საკმაოდ მაღალი რისკით არის შეფასებული.

ყველა საკანონმდებლო აქტი საკუთარ თავში უნდა მოიცავდეს ზნეობის და საზოგადოების სიკეთის გარკვეულ მოდელირებას - ეს გადაწყვეტილება რას გვიქადის მომავალში? ამ ლოგიკით შესაძლებელია მომავალში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება განიხილებოდეს თვითგანვითარების უფლებად. თვითგანვითერების ცნებას ჩვენს ცნობიერებაში გააჩნია სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური სრულყოფისკენ ლტოლვის შინაარსი. ნარკოლოგები ამტკიცებენ, რომ მარიხუანას მოხმარება, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ განვითარების თავისუფლებას დაუკავშირა, ადამიანის თავის ტვინში სწორედ იმ რეცეპტორების სკდომას იწვევს, რომელიც მის ინტელექტუალურ განვითარებაზეა პასუხისმგებელი. იგი იწვევს ნაადრევ სიბერეს და ტვინის ფუნქციის აქტიურ დაქვეითებას. ამიტომაც საზოგადოების დიდ ნაწილს სამარათლიანად მიაჩნია, რომ საკონსტიტუცო სასამართლოს გადაწყვეტილება ალოგიკური და არამეცნიერულია.

საქართველოს ეკლესია ამ შემთხვევაში განმარტავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს, ნათელი მოეფინოს შექმნილ ვითარებას და გამოსწორდეს დაშვებული სარისკო ფაქტორები“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა