ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 2“ გაიმართება

12-14 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, წიგნის სახლ „ლიგამუსში“, ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 2“ უმასპინძლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მერილენდის უნივერსიტეტი (აშშ) და უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი). კონფერენცია დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე“ 2016 წელს, უცხოელი ქართველოლოგების ინიციატივით დაარსდა; ამავე წელს პარიზში გაიმართა პირველი კონფერენცია: „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 1“. 2018 წლის 2-11 სექტემბერს ილიას უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა ამავე სახელწოდების საზაფხულო სკოლა (იხ. https://grammar.iliauni.edu.ge/ka/sccc-summer-school/), ხოლო 12-14 სექტემბერს გაიმართება კონფერენცია (იხ. https://grammar.iliauni.edu.ge/). მისი მიზანია ქართველოლოგიური კვლევების ინტერნაციონალიზაცია, ქართველი და უცხოელი მკვლევრებისთვის ერთიანი სამუშაო პლატფორმის შექმნა, ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის, როგორც მნიშვნელოვანი საენათმეცნიერო დარგების, პოპულარიზაცია უცხოურ უნივერსიტეტებში.

ქართველ მეცნიერებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში ქართველოლოგიურ პრობლემატიკაზე მომუშავე 15 მეცნიერი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა