თენგიზ ფხალაძე - ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია

უაღრესად მნიშვნელოვანია ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი, რათა კიდევ ერთხელ განხილულ იქნას ის ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, რომელიც უკავშირდება როგორც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოს შემდგომ ნაბიჯებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საქმეთა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც ამ წუთებში გიორგი მარგველაშვილსა და ესტონეთის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს შორის პირისპირ შეხვედრა იმართება.

როგორც ფხალაძემ აღნიშნა, ესტონეთის და მსგავსი პარტნიორების დახმარებით, საქართველოს თემა მართლაც აქტიურად არის წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში.

„მოგეხსენებათ, რომ ესტონეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. სახელმწიფო, რომელიც ყველა ფორმატში, საერთაშორისო ფორმატებში ახდენს საქართველოს ინტერესების ადვოკატირებას. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი, რათა კიდევ ერთხელ განხილულ იქნას ის ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, რომელიც უკავშირდება, როგორც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოს შემდგომ ნაბიჯებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ბუნებრივია, ეს იქნება მთავარი სალაპარაკო თემა. თავისთავად ცხადია, რომ ერთ-ერთი თემა იქნება უსაფრთხოების პრობლემატიკა. უაღრესად სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონი კერსტი კალიულაიდე იმყოფებოდა სულ ახლახანს ტატუნაშვილის საფლავზე და პატივი მიაგო მის ხსოვნას ისევე, როგორც ყველა დაღუპული გმირების ხსოვნას. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს პრობლემატიკა მაქსიმალურად აქტიურად იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში. ხაზს ვუსვამ, რომ ესტონეთის და მსგავსი პარტნიორების დახმარებით, საქართველოს თემა მართლაც აქტიურად არის წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში", - განაცხადა ფხალაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის ესტონელ კოლეგას კერსტი კალიულაიდს მასპინძლობს. პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა ავლაბრის სასახლეში მიმდინარეობს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი