ევროკავშირის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

ევროკავშირის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რის შემდეგაც გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დავით ზალკალიანმა კარლ ჰარცელს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტები და დადებითად შეაფასეს ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს მთავრობის ინიციატივის - ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკის - შემუშავების მიმდინარეობა გააცნო. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2018 წლის ნოემბერში დაგეგმილ საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიის კოლეგიას შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე და ხაზი გაუსვეს მოსამზადებელი პროცესის ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხზე. მინისტრმა ევროკავშირის ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ის მძიმე ფონი გააცნო, რომელიც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის შედეგია. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში და ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებაში ევროკავშირის ჩართულობაზე.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ ინტენსიურ თანამშრომლობაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა