გიორგი ქობულია - წიაღის სექტორში კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მომზადებას და ინვესტიციების მოზიდვას ვგეგმავთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, მაია ზავრაშვილს და სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა. გიორგი ქობულიამ და შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად იმსჯელეს სფეროში არსებულ სიტუაციასა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის საუბარი შეეხო კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსა და წიაღის სფეროში ინვესტორების მოზიდვის საკითხს.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს წიაღისეულის ათვისების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. „ამისთვის ჩვენ დღესდღეობით ვგეგმავთ კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შეკვრას და ინვესტორების მოზიდვას. აგრეთვე ვმუშაობთ საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზის გამართვა-გამარტივების კუთხით, რომელიც იქნება ძალიან ხელსაყრელი ბევრი ინვესტორისთვის. ვფიქრობთ, ამის შედეგად საგრძნობლად გავზრდით წიაღისეულის მოპოვებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, წიაღის სფეროში ინვესტიციების მოზიდვა მოსახლეობის კეთილდღეობაზეც დადებითად აისახება - წიაღისეულის მოპოვების ადგილებში აშენდება არაპროფილური ინფრასტრუქტურა, ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში კი გადასახადები შევა. „ამიტომ ამ საკითხს ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ და ყველამ უნდა ვიცოდეთ - სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ წიაღისეულის მოპოვება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ გარემოსა და მოსახლეობის ინტერესების, მათი ჯანმრთელობის დაცვის მკაცრ ფარგლებში, ამას არასდროს გადავუხვევთ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო