თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება

წელს თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „თბილისობა 2018“ გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება, სადაც საპატიო თბილისელები დაჯილდოვდებიან.

კალაძის ინფორმაციით, ამიერიდან, თბილისობის დღესასწაული ყოველთვის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება.

„სექტემბერი ძალიან დატვირთულია ფესტივალებით, მიმდინარეობს „შემოდგომის თბილისი“ ასევე ძალიან საინტერესო პროგრამით და ბოლოს მინდა დავასახელოთ თბილისობის თარიღი. წელს თბილისობა გაიმართება 6-7 ოქტომბერს. უამრავ საინტერესო ღონისძიებასთან ერთად, 7 ოქტომბერს „თბილისობა 2018“ გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება, სადაც საპატიო თბილისელებსაც დავაჯილდოებთ. არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ თბილისობის თარიღი იყოს ფიქსირებული, განსაკუთრებით გვთხოვენ ტურისტული კომპანიები და მინდა განვაცხადო, რომ ამიერიდან თბილისობის დღესასწაული ყოველთვის გაიმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას“,- განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია