მამუკა ბახტაძე - გპირდებით, რომ განათლების რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე

მე გპირდებით, რომ განათლების რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, - ამის შესახებ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ღონისძიებაზე განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაცია გამართა.

„დღეს ჩვენი ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე - ტერიტრიული მთლიანობის აღდგენა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური პრობლემები და ბევრი სხვა. ყველაზე ღირსეული პასუხი ამ გამოწვევებზე არის განათლებული საქართველო. განათლების სისტემის მოდერნიზაცია, ძლიერი და საფუძვლიანი განათლების სისტემის შექმნა და მისი ამოქმედება არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ეს დაბრკოლებები დაძლიოს. მე განვაცხადე, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციები. შესაბამისად, დღეს ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ემოციური დღე. ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის განათლების რეფორმის გატარება და მე გპირდებით, რომ ამ რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და დავაყენებთ იმ შედეგს, რომელსაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს. სწორედ ამიტომ, დღეს, ამ წმინდა ადგილას, მე და ჩემი გუნდი წარმოვადგენთ განათლების სისტემის რეფორმის ხედვის“, - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო: მამუკა ბახტაძე - გპირდებით, რომ განათლების რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს