მიხეილ ბატიაშვილი - კომპლექსური აზროვნება უნდა იყოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი სკოლაში დასანერგად

ვფიქრობთ, მეტი აზროვნების შემოტანა სკოლაში იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„განათლების რეფორმის მეორე ეტაპი განხორციელდება ზოგად განათლებაში, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ძირეულ რეფორმას საჭიროებს. ჩვენი ხედვით, ეს არის კომპლექსური აზროვნება, რაზეც ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი სკოლაში დასანერგად. ვფიქრობთ, მეტი აზროვნების შემოტანა სკოლაში იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ჩვენ არ გვინდა გვქონდეს სკოლა, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ მეხსიერებასა და ცოდნის დაგროვებაზე, ჩვენ გვჭირდება ცოდნა, რომელიც გადასულია აზროვნებაში, სწორ გადაწყვეტილებებსა და ინოვაციებში. ვფიქრობთ, რეფორმა, რომელიც უნდა განხორციელდეს, დაფუძნებული იქნება მეტ სააზროვნო კომპონენტებზე, რომელიც მოიცავს კლასში არა მხოლოდ ამოკითხვის მეთოდს, არამედ მეტ დისკუსიას და ბავშვების ჩართულობას“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი კომპონენტი სკოლაში არის დირექტორი, რომელიც უნდა იყოს ლიდერი.

„დაინერგება მართვის ახალი მოდელი, რომელიც მოიცავს მართვის თანამედროვე მეთოდებსაც. რაც მთავარია ჩვენი პედაგოგები ჩვენი ძირითადი ქავკუთხედი გახდებიან, რომელიც იქნება ძირითადი განმსაზღვრელი იმისა, თუ რამდენად ეფექტურად მოვახერხებთ რეფორმების განხორციელებას“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს