დავით ბაქრაძე - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მედია გარემოს და ტელევიზიების გასაკონტოლებლად

ქვეყანაში გვაქვს ობიექტური მოცემულობა - ერთი მხრივ, ხელისუფლება დაინტერესებულია და ყველაფერს აკეთებს მედია გარემოს და ტელევიზიების გასაკონტოლებლად, ხოლო მეორე მხრივ, მაღალი თანამდებობის პირები რეგულარულად მონაწილეობენ კორუფციულ გარიგებებში, - ასე აფასებს ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე.

მისი თქმით, ვრცელდება ჩანაწერი, რომელშიც პირდაპირ ჩანს მაღალი თანამდებობის პირების კორუფციული დაინტერესება და ამ კორუფციულ ინტერესთან ერთად, მედია გარემოს და ტელევიზიის გაკონტროლების მცდელობა.

„რა თქმა უნდა ეს ჩანაწერი აღძრავს ძალიან საფუძვლიან კითხვის ნიშნებს და ეჭვებს. ეს საქმე არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესების მატარებელი და ამიტომ აუცილებელია ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება ამ ჩანაწერებზე. ოღონდ გამოძიება უნდა ჩატარდეს არა უჩა მამაცაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, როგორც ამას დღეს აკეთებს პროკურატურა, არამედ სწორედ ჩანაწერებთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„კურიერმა“ დღეს „იბერიას“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა