ვახტანგ ყოლბაია „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვას დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, კანონპროექტის საჯარო განხილვები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა და მისი მიზანი კანონის პროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით საზოგადოების წარმომადგენელებისაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღება იყო.

მათივე ცნობით, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია 1996 წელს არის მიღებული და უკვე მრავალი წელია ვერ აკმაყოფილებს სპორტის სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. ახალი კანონის შექმნა მიზნად ისახავს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კანონის პროექტი ემსახურება სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სასპორტო განათლება და საკადრო უზრუნველყოფა, თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა, სპორტული მედიცინა და სხვა.

„ახალი კანონი არის თანამედროვე და სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენი ახალგაზრდების წინაშე დგას, განსაკუთრებით აფხაზეთში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალი კანონით გათვალისწინებული სიკეთეებით სრულად ისარგებლონ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმაც. ქართველ და აფხაზ სპორტსმენებს შორის ყოველთვის სამაგალითო ურთიერთობა და მეგობრობა იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ სპორტსმენებს კვლავ მიეცემათ საშუალება რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ შერიგების პროცესში და ერთმანეთის წარმატებებით მომავალშიც ვიამაყებთ“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა