მეფუტკრე-ფერმერებს ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონში მეფუტკრე-ფერმერებს შეხვდნენ, ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების კუთხით რეკომენდაციები გაუწიეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სპეციალისტებმა ადგილობრივებს ფუტკრის დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების, საფუტკრის მოწყობის, საშემოდგომო სამუშაოების და ფუტკრის საკვები ბაზის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მათივე ინფორმაციით, ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი, ფუტკრის მასობრივ გაუჩინარებაზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.

„მას შემდეგ, რაც ქართული თაფლისთვის ევროპის ბაზარი გაიხსნა, ფერმერების მხრიდან მეფუტკრეობის და თაფლის წარმოების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველოში ამ დროისთვის 40-50 ათასი მეფუტკრეა. მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტიანი დარგია და მას მზარდი საექსპორტო პოტენციალი აქვს“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს