მალხაზ მაჩალიკაშვილი - აქციები გაგრძელდება, ზაზა სარალიძე გამოჯანმრთელდება და დაგვიბრუნდება

აქციები განახლდება, ზაზა სარალიძე გამოჯანმრთელდება და დაგვიბრუნდება, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან განაცხადა.

რამდენიმე წუთის წინ ზაზა სარალიძის ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ის ერთი საათის წინ შეუძლოდ გახდა, თუმცა თავდაპირველად საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებდა.

„ზაზა შიმშილობს, ამის გამო შეუძლოდ გახდა. გამოჯანმრთელდება და უკან დაგვიბრუნდება. არც სამინისტრო გვყავს და არც ხელისუფალი", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს აქცია, პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაიწყება.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე მე-6 დღეა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის წინ შიმშილობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა