სატვირთო ავტომობილების მძღოლები ფინანსთა მინისტრთან სამინისტროში შეხვედრას არ აპირებენ და ივანე მაჭავარიანს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

ლილოს გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარედ შეკრებილი სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომლებიც ფინანსთა მინისტრის დადგენილებას აპროტესტებენ, აქციას აგრძელებენ. მძღოლები იმ დადგენილების გაუქმებას მოითხოვენ, რომლის თანახმადაც, საქართველოში ხორბლის სახმელეთო გადაზიდვა იკრძალება. ასევე ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მიმართავენ, რომ პრობლემით დაინტერესდეს და მათი მოთხოვნებს აქციაზე გაეცნოს. ერთ-ერთი მძღოლის ვასილ მელიქიძის განცხადებით, ისინი არ აპირებენ, რომ მინისტრს, სამინისტროში ესტუმრონ.

მძღოლების თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, დაშლას არ აპირებენ.

"აქ ინიციატორი, ლიდერი არავინ არის. ყველა ლიდერი ვართ, აქ ვინც ვდგავართ. შესაბამისად, ფინანსთა მინისტრთან ჩვენი შეხვედრა არ შედგება. მინისტრმა იგნორირება გაგვიკეთა. ათ კაცს გვიბარებს, რომ ინიციატორები მოვიდნენო. ჩვენ ვითხოვთ, რომ ივანე მაჭავარიანმა იმ ათ კაცს რაც უნდა უთხრას, პირდაპირ ეთერში გვითხრას. ან აქ მობრძანდეს",- განაცხადა მელიქიძემ.

სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომლებიც ხორბლის გადაზიდვით არიან დაკავებული, უკვე რამდენიმე დღეა რაც აქციას მართავენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს