სატვირთო ავტომობილების მძღოლები ფინანსთა მინისტრს ხვდებიან

სატვირთო ავტომობილების მძღოლები ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს ხვდებიან. შეხვედრას, რომელიც სამინისტროში მიმდინარეობს, ასევე ესწრება ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას ივანე მაჭავარიანმა მძღოლებს განუცხადა, ის მზად არის ყველა საკითხი მათთან ერთად გაიაროს, რათა არსებული პრობლემები უმტკივნეულოდ მოგვარდეს. მინისტრის განცხადებით, პროცესები გამჭვირვალედ ჩატარდება, სადაც არავის ლობირება არ მოხდება.

ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ ავტომობილებით განხორციელებული ტვირთბრუნვა სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა საავტომობილო მონაკვეთზე, რაც ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემოსვლასაც მნიშვნელოვნად აფერხებდა.

თავის მხრივ, აქციის მონაწილეთა ის ნაწილი, რომელიც შეხვედრაზე იმყოფება, აცხადებს, რომ მინისტრს არ აქვს სწორი და სათანადო ინფორმაცია. მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ შესაძლოა გზებზე გრაფიკი დაწესებულიყო, რომლის ამოქმედების შემთხვევაში, სატვირთო ავტომობილების გადაადგილება გარკვეული საათების განმავლობაში აიკრძალებოდა.

მძღოლის ნაწილი პრეტენზიას ასევე გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრო არ ითვალისწინებს იმ პრობლემებსა და საჭიროებებს, რომლებიც მათ გააჩნიათ. მათ შორის, ფინანსურ დავალიანებებს ბანკებთან. ისინი მინისტრისგან მოითხოვენ გააუქმოს მიღებული დადგენილება.

თავის მხრივ, მინისტრი კი მათ ერთობლივი მუშაობისთვის გარკვეულ პერიოდს სთავაზობს, რაც მძღოლების ნაწილისთვის მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ სატვირთო ავტომობილების მძღოლები ლილოს გეზის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი ითხოვენ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული იმ ბრძანების გაუქმებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში ხორბლის სახმელეთო გადაზიდვა იკრძალება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ