გაფიცული მძღოლი - წამოვედით უპირობოდ და ვუთხარით, რომ ერთ საათს ვაძლევთ დროს, რათა სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების ამოქმედება უვადოდ გადაიდოს

წამოვედით უპირობოდ და ვუთხარით, რომ ერთ საათს ვაძლევთ დროს, რათა სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების ამოქმედება უვადოდ გადაიდოს. იანვრამდე გადადების მომხრე არ ვართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა გაფიცულმა მძღოლმა დავით მათიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ისინი ხორბლის იმპორთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანების უვადოდ გადადებას ითხოვენ. „თუმცა ვუთხარით ჩვენი უარი და ისიც ვუთხარით, რომ შევეკითხებით სხვებსაც, რა იქნება და რა არა და ამის მიხედვით გადავწყვეტთ ყველაფერს. თუმცა ჩვენი სრულფასოვანი პასუხი იყო ის, რომ უვადოდ გადადონ მათ მიერ გამოცემული ბრძანება",-აღნიშნა მათიაშვილმა.

ფინანსთა მინისტრი ტრაილერის მძღოლებს ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული პრობლემის ერთობლივად გადასაჭრელად სამთვიან ვადას სთავაზობს. ფინანსთა სამინისტროში უწყების ხელმძღვანელ ივანე მაჭავარიანსა და ტრაილერების გაფიცულ მძღოლთა ნაწილს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მძღოლები უკმაყოფილებას არ მალავენ, თუმცა აცხადებენ, რომ მათი საბოლოო გადაწყვეტილება აქციის შეჩერებასთან დაკავშირებით ერთ საათში გახდება ცნობილი.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა მათ სამთვიანი ვადა შესთავაზა, რომ ჩატარდეს ერთობლივი მუშაობა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც საქართველოში ტრაილერებით ხორბლის იმპორტს შეეხება. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტრო ავტოტრანსპორტით ხორბლის იმპორტის აკრძალვას ავტოსაგზაო მონაკვეთზე არსებულ პრობლემას უკავშირებს, რაც მათივე განცხადებით, გარდა შექმნილი დისკომფორტისა და უსაფრთხოების ნორმებისა, ტურისტული ნაკადის შემცირებაზეც აისახება.

იმ შემთხვევაში, თუ ტრაილერების მძღოლები ფინანსთა მინისტრის შეთავაზებას დათანხმდებიან, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მუშაობაშიც მძღოლებიც იქნებიან ჩარულნი. ასევე, შესაძლოა მასში ჩაერთოს შს სამინისტროც, რათა ერთობლივად შეჯერდნენ სხვადასხვა საკითხზე. საბოლოო გადაწყვეტილება კი ამ მუშაობის შემდეგ მიიღება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო