სატვირთო ავტომობილების მძღოლთა ნაწილი დღეს ფინანსთა სამინისტროსთან მივა და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს

სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომლებიც შემოსავლების სამსახურის ეკონომიკურ ზონასთან უკვე რამდენიმე დღეა აქციას მართავენ, დღეს ფინანსთა სამინისტროსთან მივლენ და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.

როგორც მძღოლები აცხადებენ, მზად არიან აქციების პარალელურად 1-ელ ოქტომბრამდე მოლაპარაკებები აწარმოონ ფინანსთა მინისტრთან და ამის შემდეგ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მომავალ ქმედებებთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეთა ნაწილი ასევე მოითხოვს, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანება, ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით, უვადოდ გადაიდოს და მათ მუშაობის საშუალება ჩვეულ რეჟიმში მიეცეთ ისე, რომ არ მოხდეს საბაჟოზე დამატებითი გადასახადების დაწესება.

იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგება, აქციის მონაწილეთა ნაწილი პერმანენტულ აქციებს აანონსებს, ასევე, გადაკეტავს შემოსავლების სამსახურის ეკონომიკურ ზონას.

იხილეთ ვიდეო: სატვირთო ავტომობილების მძღოლთა ნაწილი 20 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროსთან მივა და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება