აქციის მონაწილე სატვირთო ავტომანქანის მძღოლი თავის დაწვით იმუქრება

გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან სატვირთო ავტომობილის ერთ-ერთი მძღოლი შენობის სახურავზეა ასული და ფინანსთა მინისტრთან შეხვედარას ითხოვს.

მას სახურავზე ბოთლით საწვავი აქვს ატანილი, ასევე არსებული ინფორმაციით, მიყენებული აქვს თვითდაზიანებები.

მძღოლის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ფინანსთა მინისტრი 16:00 საათამდე ხორბლის გადამზიდავ მძღოლებს არ შეხვდება და პრობლემის გადაჭრაში არ დაეხმარება, გამორიცხული არ არის სიტუაცია გამწვავდეს.

გეზ-ის ტერიიტორიაზე შეკრებული არიან პროტესტის მონაწილე სხვა მძღოლები და ისინი პრობლემის მოგვარებამდე აქციის დასრულებას არ აპირებენ.

სატვირთო ავტომობილების მძღოლების პროტესტი გამოიწვია ფინანსთა სამინისტროს ახალმა რეგულაციამ, რომლის თანახმადაც, საქართველოში სახმელეთო გზით ხორბლის გადაზიდვა იკრძალება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება