სატვირთო ავტომობილების მძღოლები აცხადებენ, რომ პირს, რომელიც თავის დაწვით იმუქრება, ფინანსური პრობლემები აქვს

სატვირთო ავტომობილების მძღოლები რომლებიც გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან აქციას მართავენ აცხადებენ, რომ პირს, რომელიც შენობის სახურავზეა ასული და თავის დაწვით იმუქრება, ფინანსური პრობლემები აქვს.

როგორც მძღოლები აცხადებენ, მას კრედიტები აქვს გადაუხდელი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბანკების წარმომადგენლები ურეკავდნენ.

„ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა დღეს, 11:00 საათზე, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და მინისტრს ვერ შევხვდებით. ამ ადამიანმა თავად მიიღო გადაწყვეტილება ასეთი უკიდურესი ზომისთვის მიემართა და ითხოვს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას. ახლა ვერ წავალთ მოლაპარაკებაზე, თუმცა გვინდა შეთანხმება მოხდეს მოლაპარაკების გზით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნლოვანია ამ ადამიანის გადარჩენა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, საქართველოში სახმელეთო გზით ხორბლის გადატანა იკრძალება. სატვირთო ავტომობილების მძღოლები სწორედ ამ დადგენილებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი მოითხოვს, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანება უვადოდ გადაიდოს და მათ მუშაობის საშუალება ჩვეულ რეჟიმში მიეცეთ ისე, რომ არ მოხდეს საბაჟოზე დამატებითი გადასახადების დაწესება.

იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგება, აქციის მონაწილეთა ნაწილი პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება