სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომლებიც აქციას მართავენ, ადგილზე ფინანსთა მინისტრის მისვლას ითხოვენ

სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომლებიც გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან აქციას მართავენ, ადგილზე ფინანსთა მინისტრის მისვლას ითხოვენ.

როგორც ისინი აცხადებენ, მინისტრთან შეხვედრა დღეს, 11:00 საათზე უნდა შემდგარიყო, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ერთ-ერთი მძღოლი შენობის სახურავზე ავიდა და თავის დაწვით იმუქრება.

„ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა დღეს, 11:00 საათზე, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და მინისტრს ვერ შევხვდებით. ამ ადამიანმა თავად მიიღო გადაწყვეტილება ასეთი უკიდურესი ზომისთვის მიემართა და ითხოვს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას. ახლა ვერ წავალთ მოლაპარაკებაზე, თუმცა გვინდა შეთანხმება მოხდეს მოლაპარაკების გზით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნლოვანია ამ ადამიანის გადარჩენა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, საქართველოში სახმელეთო გზით ხორბლის გადატანა იკრძალება. სატვირთო ავტომობილების მძღოლები სწორედ ამ დადგენილებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი მოითხოვს, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანება უვადოდ გადაიდოს და მათ მუშაობის საშუალება ჩვეულ რეჟიმში მიეცეთ ისე, რომ არ მოხდეს საბაჟოზე დამატებითი გადასახადების დაწესება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ