გიორგი ხანიშვილი ადეკვატურს უწოდებს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების ამოქმედება ერთი წლით გადაიდო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ადეკვატურს უწოდებს ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების ამოქმედება სამინისტრომ ერთი წლით გადადო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი ხანიშვილმა განუცხადა, ეს არის სახელმწიფოს მართებული მიდგომა და მთავარია, რომ ხორბლის იმპორტიორმა მძღოლებმა ეს ერთი წელი სწორად გამოიყენონ და თავიანთი ბიზნესი სწორად განავითარონ. „მიმაჩნია, რომ ფინანსთა მინისტრის დღევანდელი გადაწყვეტილება სწორია. ასევე იმედს ვიტოვებ, რომ მძღოლები სწორად დაინახავენ ამ გადაწყვეტილებას, მათივე ბიზნესს გადააწყობენ სხვადასხვა მიმართულებით, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული ასეთი სწორი გადაწყვეტილება საზოგადოებაზე სოციალურადაც სწორად აისახოს. დღეს ეს პრობლემა სოციალურს არ უკავშირდება, ამიტომ მოხდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სამინისტროს მიერ თავდაპირველად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სახმელეთო გზით ხორბლის გადაზიდვას კრძალავდა, მისაღები იყო. „ვფიქრობ, ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა სახმელეთო გზით ხორბლის გადაზიდვის შეზღუდვას, აბსოლუტურად მისაღები, სწორი და ადეკვატური იყო. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის, ვფიქრობ, შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გამოკვეთა, რომ ამ ნაწილში საზოგადოებასთან ურთიერთობა საკმარისად არ მოხდა. ამასთან, მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლიც ამ ღონისძიების გადავადებას ეხება, ვამართლებ სწორედ იმის გამო, რომ მეტი დრო მიეცეს მძღოლებს. ვფიქრობ, მძღოლებმა კარგად უნდა გამოიყენონ ეს დრო. მათი თხოვნა, რომელიც სახელმწიფომ გაითვალისწინა, სწორად გააანალიზონ და ერთი წლის განმავლობაში მათ თავიანთი ბიზნესი სწორად განავითარონ, რომ შემდგომში კვლავ არ მოხდეს რამე გაუგებრობა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მან ასევე განმარტა, თუ რის საფუძველზე მიიჩნევს სწორად ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ხორბლის სახმელეთო გადაზიდვა იზღუდებოდა. „სახმელეთო გზით ტრანსპორტირება დაიწყო 2016 წლის მეორე ნახევარში მას შემდეგ, რაც რუსეთში აბსოლუტურად ლეგალური გახდა პორტებიდან ყველა ხორბლის გამოტანა და გაყიდვა, საქართველოსთვის ეს ადგილი იქცა ისეთად, სადანაც მოდის დაბალხარისხიანი, ფერმებიდან აკრეფილი ხორბალი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არ გადის იმ სათანადო დამუშავებას, რომელიც სჭირდება ხორბლის ბიზნესს. ეს არის ელევატორები, ფუმიგაცია და გადაზიდვის სხვადასხვა წესები, ასევე, ის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ლარსის გამტარუნარიანობა მკვეთრად შეამცირა ასეთი ტიპის გადაზიდვებმა. ამიტომ თვითონ დადგენილებას მხარს ვუჭერ, რომ უნდა მოხდეს შეზღუდვა“, - განაცხადა ხანიშვილმა.

ფინანსთა სამინისტრომ ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების ამოქმედება 1 წლით გადადო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს