ზაზა გაბუნია გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს, რომელსაც მონიტორინგს იუნესკო უწევს.

დეპუტატი დაინტერესდა პროცესის მიმდინარეობით. მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილის, ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, ტაძრის აღდგენისას, სრულად იქნა გათვალისწინებული როგორც მისი არქიტექტურა, სამშენებლო მასალა და ტექნიკა, ასევე ლანდშაფტთან შესაბამისობა. ყველაფერი გაკეთდა სიძველის კონსერვაციისა და ახალი დეტალების ავთენტურობის დაცვისთვის. სამუშაოები სრულად მომავალ წელს დასრულდება.

„,მიხარია და ვარ ძალიან ამაყი, რომ გელათის ტაძარი დღევანდელ დღესასწაულზე მოსულ მომლოცველებსა და ვიზიტორებს დახვდებათ უფრო გამშვენებული. გაწეულ შრომას ეტყობა მაღალი პროფესიონალიზმი და ხარისხი. მინდა მადლობა ვუთხრა მსოფლიო ბანკს, მუნიციპალური განვითარების ფონდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ტიტანური შრომა გასწია გელათის ტაძრის სამუშაოებისთვის“, -განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია