პროკურორი - ექსპერტიზის დასკვნით, ბარნოვის ქუჩაზე მოკლულ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული, აქედან 8 კისრის არეში

ექსპერტიზის დასკვნით ბარნოვის ქუჩაზე მოკლულ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული, აქედან 8 კისრის არეში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა გიორგი შაიშმელაშვილმა განუცხადა. ექსპერტიზის დასკვნა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს. ასევე დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც კვლევა ჩაატარა.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც უშუალოდ გამოიკვლია გარდაცვლილის ცხედარი. აღნიშნული ექსპერტიზით და თავად ექსპერტის ჩვენებით დადასტურდა, რომ მოკლულს აღენიშნებოდა 33 ჭრილობა, ასევე, აღენიშნებოდა მრავალი სისხლნაჟღენთი დაზიანება. 33 ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობიდან 8 კისრის არეში იყო შემავალი, 2 გულმკერდის არეში, დანარჩენი სხვადასხვა ადგილზე. ექსპერტიზის დასკვნით, კისრისა და ყელის არეში არსებულმა დაზიანებებმა გამოიწვია გარდაცვალება", - განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.

ამასთან, პროკურორის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ასევე ის ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც დაზარალებულ ნათელა გაბოძეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარა. "ამ ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ნათელა გობაძესთან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, დაზარალებულმა განიცადა მორალური და ფსიქოლოგოური ტანჯვა", - აღნიშნა შაიშმელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს