ნინო წილოსანი - ტაქსების რეგულაცია პირდაპირ კავშირშია ადამიანების უსაფრთხოებასთან

ტაქსების რეგულაცია პირდაპირ კავშირშია ადამიანების უსაფრთხოებასთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა თბილისში ტაქსების რეგულაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ტაქსების რეგულაცია საზოგადოების მოთხოვნაა, ხელისუფლების ვალდებულება კი ამ მოთხოვნის გათვალისწინებით თანმიმდევრული და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმაა.

„ტაქსების რეგულაცია საზოგადოების მოთხოვნაა, ხელისუფლების ვალდებულება კი ამ მოთხოვნის გათვალისწინებით თანმიმდევრული და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმაა. თბილისის მერის ინიციატივა ამ მხრივ მნიშვნელოვან და აუცილებელ ქმედებებს მოიცავს. ვეთანხმები კახა კალაძის მიერ დღეს დაანონსებულ საკითხებს: ეკოლოგიურად სუფთა ტაქსისთვის შეღავათები, რაც თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობამ განაპირობა; ვიზუალური სტანდარტის დაწესება; სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ტაქსის სერვისის განხორციელების აკრძალვა, რაც მომავალი წლის 1-ელი ოქტომბრიდან შევა ძალაში და პირდაპირ კავშირშია ადამიანების უსაფრთხო გადაადგილებასთან; ასევე, აღსანიშნავია ის პრივილეგიები, რომლებსაც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები მიიღებენ - ეს არის უფასო ადგილები პარკირებისთვის და საკუთარ ავტომობილებზე რეკლამის განთავსების საშუალება, რაც მძღოლისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანის პოზიციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს