ლევან არველაძე - დედაქალაქის მთავრობა სატრანსპორტო და ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კომპლექსურ სამუშაოებს ახორციელებს

თბილისის საკრებულოს წევრი ლევან არველაძე დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საკითხზე თბილისის მერის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა სატრანსპორტო და ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კომპლექსურ სამუშაოებს ახორციელებს.

“ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებით, მინიმალური სტანდარტის დაწესება, ერთის მხრივ, უსაფრთხო და კომფროტული მგზავრობის წინაპირობაა და მეორეს მხრივ, დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობაა მძღოლებისთვის, რომლებიც ავტომობილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რეკლამას განათავსებენ”, -განაცხადა ლევან არველაძემ.

საკრებულოს წევრი სატრანსპორტო სფეროში დაგეგმილ სიახლეებსაც გამოეხმაურა. არველაძის თქმით, 2019 წელს მეტროს დამატებით 16 ერთეული მოდერნიზებული ვაგონი დაემატება, დედაქალაქში 90 ახალი თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ევრო-5 სტანდარტის ავტობუსი შემოვა და ასევე მიმდინარეობს 220-ერთეულ ავტობუსზე ფასთა გამოკითხვა, რომლის ტენდერის გამოცხადება ნოემბრის თვეში იგეგმება.

ჯამში თბილისის მერია ბიუჯეტიდან, 2018 წელს, დაახლოებით 150 მლნ ლარის შესყიდვას განახორციელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო