„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, „ურჩი მინისტრების“ დასჯას ითხოვს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, „ურჩი მინისტრების“ დასჯას ითხოვს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ფრაქცია ”ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს წერილით უკვე მიმართა, მინისტრების მიერ რეგლამენტის დარღვევის თაობაზე რეაგირების მიზნით.

გოცირიძის ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერში, ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 94-მუხლის მესამე პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფრაქციის სხდომაზე დაიბარა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, მაგრამ არც ერთი დასახელებული პირი ფრაქციის სხდომაზე არ გამოცხადდა.

გოცირიძის განცხადებით, მთავრობის წევრების მიერ მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის, არამედ მთლიანად პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციური უფლებების იგნორირება და მისი დაკნინების მცდელობაა.

“ჩვენ სამივე მინისტრი სავარაუდო კორუფციის ფაქტზე დავიბარეთ. რეგლამენტის 289-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის მთავრობის წევრებისადმი დაკისრებას, როცა საქმე რეგლამენტის დარღვევას ეხება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში უნდა მოხდეს რეგლამენტის დარღვევის ფაქტების განხილვა და საკითხი სათანადო რეაგირების მიზნით პარლამენტის ბიუროს გადაეცეს. ასეთი რამე ამ ორი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც მოხდა?! - არც ერთხელ არ მომხდარა!“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა