ტაქსის მძღოლების გარკვეული ნაწილი ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერს უფასოდ მიიღებს

ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ჰყავს მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაეცემა ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის შეფასებით, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ტაქსის მფლობელებს მდგომარეობას და ამასთან, ხელს შეუწყობს რეფორმის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ ტაქსების შეღებვის ვაუჩერი ტაქსების მფლობელებს გადაეცემათ სრულიად უსასყიდლოდ და მათ აღნიშნული ხარჯის გაწევა აღარ მოუწევთ.

დედაქალაქის მერი სატრანსპორტო რეფორმაზე საუბრისას ტაქსების რეგისტრაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან ამ რეფორმას მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს.

„პირველ რიგში, უნდა შევეხო ტაქსების რეგისტრაციის პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. ტაქსის სერვისის დარეგულირება რომ აუცილებელია, ამაში სადავო არაფერია. ამასვე ადასტურებს ყველანაირი კვლევა და ჩვენი საზოგადოების დიდი მხარდაჭერა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს უკვე გაცემული აქვს 12 000-მდე ნებართვა და ახლაც მიმდინარეობს ნებართვების გაცემა მსურველებზე. ამის პარალელურად, 1-ელი ოქტომბრიდან თბილისში უკვე მოძრაობენ რეგისტრირებული ტაქსები და კიდევ ერთხელ შევახსენებ ტაქსის სერვისის განხორციელების მსურველებს, რომ არარეგისტრირებული ტაქსი ჯარიმდება 200 ლარით.

როგორც მოგეხსენებათ, ერთი წლის შემდეგ განხორციელდება ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ვიზუალური სტანდარტის ამოქმედებას ითვალისწინებს. ვიზუალური სტანდარტი მოიცავს ფერს და თქვენ იცით, რომ საკრებულოში ჩვენ მიერ ინიცირებულია თეთრი ფერი. ჩვენ კარგად გვესმის იმ ადამიანების, რომელთა ოჯახებისთვის ტაქსის მომსახურებით მიღებული შემოსავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეგისტრირებული ტაქსების მძღოლებს ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, მიიღონ დამატებითი შემოსავალი სატრანსპორტო საშუალებაზე რეკლამის განთავსებით და მათ ასევე საჩუქრად გადაეცემათ სახურავზე განსათავსებელი მანათობელი,” - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: "მინდა გავაჟღერო მთავარი და მნიშვნელოვანი " - 5 სიახლე, რომელიც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს შეეხება

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო