ტაქსის მფლობელს შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები  უსასყიდლოდ გადაეცემა

„ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, მფლობელს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ჰყავს მარცხენასაჭიანი და 4- კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაეცემა ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, დააფინანსებს ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს და სალონის ქიმიურ წმენდას.

„ტაქსებთან დაკავშირებული კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, რომელიც მორგებულია მომხმარებელთა მოთხოვნაზე. მხედველობაში მაქვს ტაქსების ჰიგიენური მდგომარეობა. ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმების მქონე ტაქსებს გადაეცემათ ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ტაქსის მფლობელებს არ მოუწევთ არც ერთი ლარის გადახდა და არც ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება ფინანსები. აღნიშნულ ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, დააფინანსებს ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს და სალონის ქიმიურ წმენდას.

სამღებრო და ქიმიური წმენდის სამუშაოები განხორციელდება 2018-2019 წლის პერიოდში და 2019 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის ტაქსის ბაზარი განახლებული იქნება თეთრი, მოწესრიგებული ტაქსებით. მინდა კარგად გვესმოდეს, რომ ტაქსის რეფორმა ემსახურება ამ სფეროს განვითარებას და მომხმარებლებისთვის რაც შეიძლება უკეთესი მომსახურების მიწოდებას. ამდენად, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი დედაქალაქისა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული,” - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: "მინდა გავაჟღერო მთავარი და მნიშვნელოვანი " - 5 სიახლე, რომელიც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს შეეხება

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო