ბათუმში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული ათი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ბათუმში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული ათი პირის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

ადვოკატები აცხადებენ, რომ დღევანდელ პროცესზე სასამართლო მხარეთა მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობისა და საქმის არსებითად განსახილველად გადაცემაზე იმსჯელებს.

ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა ორი თვის წინ შეუფარდა.

როგორც წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნა, ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებულებს მინდია გორაძესთან, იგივე ლავასოღლისთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. გამოძიება დაკავებულებს ქურდულ სამყაროსთან კავშირსა და წევრობას ედავება. ისინი ორი თვის წინ დააკვეს. რაც შეეხება მინდია გორაძეს, იგი მიმალვაში იმყოფება. დაკავებული არიან, 1956 წელს დაბადებული ივანე გიგიაძე; 1978 წელს დაბადებული იმედა აბაშიძე; 1979 წელს დაბადებული ჯამბულ ნაკაშიძე; 1983 წელს დაბადებული ბეჟან დეკანაძე; 1983 წელს დაბადებული მარად წითელაძე, 1980 წელს დაბადებული შოთა კეკელიძე, 1989 წელს დაბადებული ზაალ ახვლედიანი.1973 წელს დაბადებულ რამაზ კომახიძეს, 1993 წელს დაბადებულ ბადრი ქობულაძეს და 1992 წელს დაბადებულ გიორგი შავლიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა