ბექა დავითულიანი - მძღოლების არჩევანია, შემოსავლებს თავად მიიღებენ ტაქსებზე განთავსებული რეკლამიდან, თუ სარეკლამო ვალდებულების ნაცვლად, მანქანებს კომპანია გადაღებავს და გააკეთებს ქიმწმენდას

დედაქალაქის ბიუჯეტს არ დაუჯდება არც ერთი თეთრით მეტი ტაქსის მძღოლებისთვის ვაუჩერების დარიგება, - ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომელიც კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა ტაქსების გადასაღებად ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით.

„დღეს თბილისის მერმა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა, რომლითაც ტაქსების რეგულაციის თემაზე მგონი ყველანაირი სპეკულაცია უნდა დასრულდეს. სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, ტაქსების სფეროს რეგულირება ხდება იმგვარად, რომ ქალაქი იღებს მაქსიმალურ სარგებელს, წესრიგდება მთლიანად ეს სფერო და ამავდროულად, მინიმალური დისკომფორტი ექმნებათ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს.

ინიციატივა შეეხება თეთრი ფერის ტაქსების საკითხს, რომელიც 2019 წლიდან შემოდის რეგულაციაში. როგორც დედაქალაქის მერმა დღეს თქვა, 2019 წლისთვის ვაუჩერები დაურიგდებათ იმ ადამიანებს, ვინც 10 ოქტომბრამდე იქნება დარეგისტრირებული და გადაღებავენ მანქანებს ისე, რომ არც ერთი თეთრი არ დაუჯდებათ თავად დასაქმებულებს. რაც შეეხება ვაუჩერებს, მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ არც დედაქალაქის ბიუჯეტს არ დაუჯდება არც ერთი თეთრით მეტი ამ ვაუჩერების დარიგება. ამას კერძო კომპანია სარეკლამო სერვისის სანაცვლოდ გააკეთებს.

ეს იქნება ტაქსისტების არჩევანი. თუ უნდათ შემოსავლებს თავად მიიღებენ თავის ტაქსებზე განთავსებული სარეკლამო სივრცეებიდან, თუ სურთ ორწლიანი სარეკლამო ვალდებულების ნაცვლად, ამ თანხაში გადაუღებავენ და ქიმწმენდას გაუკეთენ კომპანიის წარმომადგენლები", - განაცხადა დავითულიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს