ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ტაქსების რეგულაცია თბილისის მერის ერთ-ერთი საუკეთესო წამოწყებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ტაქსების რეგულაცია თბილისის მერის ერთ-ერთი საუკეთესო წამოწყებაა.

„თბილისის ტაქსის იერსახე და ტექნიკური უსაფრთხოება მიმზიდველი უნდა იყოს არამარტო ტურისტებისთვის, როგორც ქალაქის სავიზიტო ბარათი, არამედ უდავოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვისაც. სწორედ ამიტომ მინდა აღვნიშნო, რომ ტაქსების რეგულაცია თბილისის მერის ერთ-ერთი საუკეთესო წამოწყებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს სწორი გადაწყვეტილებებით და დაცულია როგორც მგზავრების, ასევე ტაქსის მძღოლების ინტერესები“, - აცხადებს ნინო წილოსანი.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ტაქსის ლიცენზიის 12 000-მდე ნებართვაა გაცემული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს