ივანე მაჭავარიანი სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების გამო როგორიცაა: საფინანსო სექტორი, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ჯანდაცვის სფერო, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტურიზმი, კაპიტალის ბაზრის განვითარება.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენელმა ფინანსთა მინისტრს გააცნო კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები და გამოთქვა მზაობა, მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდეს პარტნიორობა ქართულ მხარესთან საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა