ადა მარშანია - „ქართული ოცნების“ დანაშაულია, რომ პარლამენტში არის კრიმინალური ელიტა, რომელიც აქეთ კითხულობს ნოტაციებს

„ქართული ოცნების“ დანაშაულია, რომ პარლამენტში არის კრიმინალური ელიტა, რომელიც აქეთ კითხულობს ნოტაციებს და ლექციას, - აღნიშნული განცხადება იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ გააკეთა. მარშანიას შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური საქმიანობა უნდა აეკრძალოს და წინა ხელისუფლების წარმომადგენლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა ქვეყანაში“, - აღნიშნა მარშანიამ.

იურიდულ საკითხთა კომიტეტი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე მსჯელობს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას და წინა ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა