დავით უთმელიძე - ოპოზიციის განცხადებები და შედარებები არალოგიკურია

საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრი დავით უთმელიძე ტაქსების რეგულაციების შესახებ ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. დავით უთმელიძემ ოპონენტებს მიმართა და რეგულაციის თანმდევ დადებით ასპექტებს ხაზი გაუსვა.

,,პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ იმას ჰქვია ბოდვა, რაც თქვენგან მოვისმინეთ. თქვენ რას ეძახით ბოდვას?! იმას, რომ შეღავათები კეთდება და სახელმწიფო და ტაქსის მძღოლები ხარჯს არ გაიღებენ?! ჯერ აღრიცხვიანობა ხდება, თქვენ რომ ფარატინა ფურცელს უწოდებთ. ბინის მესაკუთრეობის შესახებ იუსტიციის სახლში მიღებული ამონაწერიც ფარატინა ფურცელია, მაგრამ ის ქონების დოკუმენტია და თქვენი შედარებები ლოგიკური არ არის. თუ აღრიცხვიანობა არ მოხდება, როგორ უნდა მივიღოთ სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგი და კეთილმოწყობილი მომსახურება“, - განაცხადა დავით უთმელიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს